top of page

სალათი მოცარელათი და ჩერი პომიდორით


იტალიის ნამდვილი გემო! დაგვჭირდება: დაახლოებით 10-12 ჩერი პომიდორი (თუ გადააწყდებით სხვადასხვა ფერი იყიდეთ) 150 გრ მოცარელა პატარა კონა რუკოლა 10 ცალი ზეთის ხილი (თქვენი გემოვნებით, შავი ან მწვანე) 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1 ს.კ. ბალზამიკო მარილი, წიწაკების მიქსი პომიდორი გავჭრათ შუაზე, დავუმატოთ ზეთის ხილი, რუკოლა(შეგიძლიათ ცოტა დაანაწევროთ ხელით), იქვე მოვალაგოთ მოცარელას ბურთულები, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და ოდნავ ავურიოთ. შემდეგ მოვასხათ ზეთი და ბალზამიკო. გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page