top of page

საქონლის ხორცი წითელი ღვინის და სოკოს სოუსში


ეს არის კერძი, რომელიც ამ წვიმიანი დღესაც თქვენს ვახშამს დღესასწაულად აქცევს! მით უმეტეს, თუ თითო ჭიქა წითელ ღვინოსაც მიატანთ! დაგვჭირდება: 1 კგ რბილი საქონლის ხორცი (ხბოც არაჩვეულებრივი იქნება) 3 თავი ხახვი 250 გრ შამპინიონი 4 ს.კ. ფქვილი 100 გრ კარაქი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 200 მლ მშრალი წითელი ღვინო 150 მლ ბულიონი (ან წყალი) 1 ღერი ნედლი ბეგქონდარა ან ერთი მწიკვი ხმელი

მარილი, შავი წიწაკა

ხორცი ცოტა დავბეგვოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მოვაყაროთ 2 ს.კ. ფქვილი და კარაგდ ავურიოთ. სქელძირიან ტაფას მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დავდოთ კარაქი და შევწვათ ხორცი პატარა პორციებად. შემწვარი ხორცი გადავდოთ ცალკე ჯამში. იგივე ტაფაზე დავდოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ 2-3 წუთი. დავუმატოთ სოკო (შევეცადოთ წვრილი შამპინიონი შევარჩიოთ და მათ აღარ დავჭროთ, ტელ-მთელებს გამოვიყენებთ). სოკოსთან ერთად ხახვი კიდე 2-3 წუთი ვხრაკოთ. შემდეგ დავუმატოთ ბულიონი და ღვინო, მარილი, წიწაკა. კარგად მოვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ხორცი. ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე, დავამატოთ ბეგქონდარა, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ დაახლოებით 45 წუთი-1 საათი(დამოკიდებულია ხორცზე). ცალკე პატარა ჯამში გავხნათ 2 ს.კ. ფქვილი ცოტა წყალში და დავუმატოთ ჩვენ ხორცს. ვხარშოთ კიდე დაახლოებით 10 წუთი, სანამ სოუსი ცოტა არ გასქელდება და გამოვრთოთ ცეცხლი. ამ კერძს გარნირად ძალიან მოუხდება კარტოფილის პიურე. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page