ტარხუნის ღვეზელი
გაზაფხული, მზე, სითბო, ბევრი სიმწვანე! ტარხუნის სეზონის მოვიდა. დღეს გავაკეთებთ ტარხუნის ღვეზელს, რომელიც თქვენს სააღდგომო სუფრასაც დაამშვენებს! ცომისთვის დაგვჭირდება: 200 გრ კარაქი 3 ჭ. ფქვილი 500 გრ მაწონი 1 ჩ.კ. სოდა 0,5 ჩ.კ. მარილი. გშიგთავსისთვის დაგვჭირდება: 3-4 მოზრდილი კონა ტარხუნა 1 კონდა მწვანე ხახვი 50 გრ კარაქი 3 კვერცხი ზევიდან გადასასმელად: 1 კვერცხის გული 1 ჩ.კ. არაჟანი მარილი, წიწაკა -გემოვნებით. მოვამზადოთ ცომი: მოზრდილ ჯამშ ჩავყაროთ ფქვილი, ავკეპოთ კარაქთან ერთად. მაწონში გავხსნათ სოდა და ჩავასხათ ფქვილში. დავუმატოთ მარილი და კარგად მოვზოლოთ. ამის შემდეგ, გავახვიოთ ცომი ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. (შეგიძლიათ მთელი ღამით დატოვოთ მაცივარში) ეს ცომი -უნივერსალურია. გამოგადგებათ ნებისმიერი სხვა ღვეზელისა თუ ხაჭაპურისთვის. შიგთავსისთვის კარგად გავრეცხოთ და მსხვილად დავჭრათ ტარხუნა. უხეში ღეროები მოვაშოროთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ მოვთუშოთ კარაქში. ავურიოთ ერტმანეთში. მოვაყაროთ მარილი და, სურვილისამებრს, წიწაკა. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთ-ერთს ზევიდან მოვაყაროყ ტარხუნა და ხახვი და მოვაწტოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი. გადავაფაროთ მეორე ნახევარი ცომი. კიდეები კარგად დავამაგროთ. ზევიდან მოვუსვათ კვერცხის გული, გათქვეფილი 1 ჩ.კ. არაჟანთან ერთად და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!