ტირამისუ
დესერტი, რომელიც ტრაპეზის ბოლოს შეუდარებელ, ამაღლებულ განყობას შეგიქმნით!
დაგვჭირდება: 500 გრ მასკარპონე 5 კვრცხი 130 გრ შაქრის პუდრა 550 მლ კარგი ამერიკანო 3 ს.კ. "მარსალა" (მაგარი სადესერტო იტალიური ღვინო, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რომი, კონიაკი, ლიქიორი ან ბრენდი-თქვენი გემოვებით) 250-300 გრ იტალიური ორცხობილა სავოიარდი კაკაო ან დაფხვნილი შოკოლადი
კვერხის გული და პუდრა გათეთრებამდე ავთქვიფოთ, დავუმატოთ მასკარპონე და ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით. ცალე ავთქვიფოთ ძალიან მაგრად ცილა (შეგვიძლია მწიკვი მარილი დავუმატოთ ათქვეფის დროს) და ესეც ფრთხილად გადავურიოთ გულებია მასას. გაციებულ ყავას დავუმატოთ მარსალა. ორცხობილა ამოვავლოთ ყავაში და დავალაგოთ ფორმაში. ზევიდან მოვასხათ ნახევარი ულუფა მასკარპონეს კრემი, შემდეგი ფენა-ისევ კავაშ დასველებული ორცხობილა უნდა იყოს და შემდეგ ისევ კრემი. ზევიდა მოვაყაროთ კაკააო ან დაფხვნილი შოკოლადი და შევდოთ მინიმუმ 5-6 საათით მაცივარში. ამ დესერტს განსაკუთრებით უხდება ესპრესო.
გემრიელად მიირთვით!