ტორტა პასკუალინა
ტორტა პასკუალინა- იტალიური სააღდგომო ისპანახის ღვეზელია. ოდესღაც ამ ღვეზელს 33 ფენისგან აცხობდენ, თითო ფენა ქრისტეს სიცოცხლის თითო წლის სიმოლო იყო. ამჟამად იტალიელები 12 ფენიან ღვეზლს აცხობენ. ჩვენც 12 ფენიან ღვეზლს გამოვაცხობთ, რაც არც თუ ისე რთულია, მაგრამ გარკვეულ დროს და მოთმინებას მოითხოვს. მაშ ასე,
ცომისთვის დაგვჭირდება: 500 გრ ფქვილი 2 ს.კ. ზითუნის ზთი მარილი შიგთავსისთვის დაგვჭრდება: 1კგ ისპანახი 1 ჩ.კ. მაიორანი (შეგიზლიათ ხმელი გამოიყენოთ 1 გუშინდელი ფუნთუშა 100 გრ პარმეზანი 100 მლ რძე 500 გრ რიკოტა 50 გრ კარაქი 8 კვერცხი მარილი, წიწაკა
ცომის მოსამზადებლად ფქვილი დავყაროთ დაფაზე, დავუმატოთ მწიკვი მარილი, ზეითუნის ზეთი და წყალი (დაახლოებით 250 მლ). მოვზილოთ ელასტიური ცომი. გავყოთ 12 თანაბარ გუნდათ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ 1 საათით. ამასობაში, კარგად გავრეცხოთ ისპანახი, მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი და ოდნავ მოვთუშოთ. გადავასხათ წყალი, გავაგრილოთ ისპანახი, დავჭრათ წვრილად და დავუმატოთ მარილი, წიწაკა, მაიოანი. ფუნთუშა დავალბოთ რძში, გავწუროთ, დავუმატოთ 2 კვერცხი და 3-4 ს.კ. პარმეზანი. შევურიოთ ისპანახს, შემდეგ დავუმატოთ რიკოტა. გავსინჯოთ და დავუმატოთ ჩვენი გემოვნბით მარილი და წიწაკა. გავაბრტყელოთ ერთ-რთი გუნდა რაც შეიძლება თხლად. ჩავაფინოთ ეს ცომი ფორმაში ისე, რომ კიდეებზე ამოვიდეს მინიმუმ 1 სანტიმეტრით. გადავუსვათ ცოტა ზითუნის ზეთი და დავადოთ ზევიდან მეორე ასევე გაბრტყელებული გუნდა,ისევ მოვუსვათ ზეთი, შემდეგ დავადოთმესამე და ასე-6 ფენა.
უკანასკნელ ფენას ზეთს არ ვუსვამთ, ამის მაგივრად მოვათავსოთ ისპანახი, გადავასწოროთ, მერე მოვასხათ ოდნავ ზეთი. ისპანახზე სადილის კოვზით გავაკეთოთ 6 ჩაღრმავება.
თითოეულ ჩაღრმავებაში ჩავდოთ პატარა კარაქის ნაჭერი და ჩავახალოთ ფრთხილად თითო კვრცხი ისე, რომ არ დავაზიანოთ კერცხის გული. კვრცხს დავაყაოთ მარილი, წიწაკა და მოვაყაროთ დარჩენილი პარმეზანი.
შიგთავსს ზევიდან დავადოთ დანარჩენი 6 ფენა ცომი იგივე წესით, როგორც მანამდე გავაკეთეთ. სულ ბოლო ფენას სანამ გადავუსვავთ ზეითუნის ზეთს, კიდეები უნდა შევუკეცოთ შიგნით და დავუმაგროთ. გრძლი ხის ჩხირი რამოდენიმე ადგილას ფრთხილად ჩავარჭოთ ღვეზელს და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობათ.
ეს ღვეზელი ერთნაირად გემრიელიაცხელიც და ცივიც!