top of page

უნგრული ვატრუშკა


ვის არ უყვარს ფენოვანი ცომი? ნაზი და ხრატუნა...მმმმ... მოვამზადოთ უნგრული ვატრუშკა-მარტივად და ძალიან გემრიელად! დაგვჭირდება: 400 გრ ფენოვანი ცომი 300 გრ ხაჭო 2 კვერცხი 2 კვერცხის ცილა 0,5 ჭ. შაქარი 1 ლიმნის ცედრა ვანილი შაქრის პუდრა

ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქის ფირფიტად და დავჭრათ დაახლოებით 10-12 სმ გვერდიან თანაბარ კვადრატებად. შაქარი და გვერცხი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ ხაჭო და ავთვიფოთ ხელის ბლენდერით. დავუმატოთ ცედრა, ვანილი. კვერცხის ცილა ცალკე კარგად გავთვიფოთ და ფრთხილად ავურიოთ დანარჩენი ხაჭოს მასასთან. ჩვენ გაბრტყელებულ პატარა კვადრატებზე მოვათავსოთ ხაჭო და შევაერეთოთ ბოლოები კონვერტივით (ისე, როგორც ფენოვანი ხაჭაპურის დროს). 10 წუთი დავაცადოთ და შევდოთ 180 გრადუსამზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით. გაგრილებულ ვატრუშკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page