top of page

უნგრული ლეჩო


ზაფხული მოვიდა და ჩვენც ნაირ-ნაირი ბოსტნეულის და ხილის სიუხვით ვსარგებლობთ . ჩვენც ვცდილობთ, სეზონის შესაბამისად, საინტერესო და გემრიელი რეცეპტები მოგაწოდოთ. ზაფხულისთვის ბევრი გემრიელი მსუბუქი კერძი და საინეტერსო დესერტი შემოვინახეთ. დღეს კი ბულგარული წიწაკისგან მომზადებულ ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ კერძს, უნგრულ ლეჩოს შემოგთავაზებთ. დაგვჭირდება: 1 კგ ბულგარული 5- 6 თავი ხახვი 600-700 გრ სტაფილო 5-6 მწიფე, რბილი პომიდორი (ან 2 ს.კ. ტომატ-პასტა) 1 ჩ.კ. სურნელოვანი წიწაკის მარცვლები 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი მარილი ზეთი მოვწალოთ ბულგარული წიწაკა, მაგრამ არ ჩავხარშოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, ასევე, კუბიკებად დაჭრილი სტაფილოც მოვთუშოთ ზეთში. ავურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი ან ტომატი, დაფნა, წიწაკა, მარილი. მოვთუშოთ ერთად 5 წუთი და გამოვტენოთ ამ შიგთავსით ბულგარული წიწაკები. რაც დაგვრჩება, მოვასხათ ზევიდან. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვთუშოთ რამოდენიმე წუთი, სანმა ბულგარული ბოლომდე არ მომზადდება. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ ბულგარული წიწაკაც დაჭრათ და ყველაფერი ერთად მოთუშოთ. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page