სააღდგომო დღეებში განსაკუთრებულად აქტუალური პროდუქტის- კვერცხის მომზადების კიდე ერთ გემრიელ და მარტივ ვარიანტს გთავაზობთ.დაგვჭირდება:4 კვერცხი2 ფირფიტა ბეკონი1 ს.კ. წვვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი კამა0,5 ჩ.კ. მდოგვი1 ს.კ. მაიონეზიწიწაკების მიქსი, მარილიკვერცხი მოვხარშოთ, გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე. ამოვიღოთ გულები.ბეკონი დავჭრათ წვრილად და ოდნავ შევბრაწოთ. კვერცხის გული, მწვანე ხახვი, კამა, მდოგვი, მაიონეზი კარგად ავსრისოთ ერთად. დავუმატოთ ნახევარი ბეკონი, მარილი და წიწაკა. ამოვტენოთ კვერცხის ცილა ამ მასით და ზემოდან მოვაყაროთ დანარჩენი ბეკონი.გემრიელად მიირთვით!