top of page

ფახიტას ქათმის შიგთავსით


ეს კვირა გემრიელი და ნოყიერი საუზმით დავიწყოთ.

ფახიტას მექსიკური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი გახლავთ. ეს არის ტორტილიაში გახვეული შემწვარი ხორცი და ბოსტნეული. ტორტილია-მექსიკური თხელი პურის ფირფიტებია, რომლებსაც თავდაპირველად სიმინდის ფქვილისგან ამზადებდენ, ხოლო ამჟამად ხორბლის ტორტილიებიც არანაკლებ პოპულარულია. ჩვენ სიმარტივისთვის ჩვეულებრივი ლავაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. დაგვჭრდება: 4 მრგვალი ლავაშის ფირფიტა 300 გრ ქათმის ფილე 2 პომიდორი 1 ბულგარული წიწაკა 1 სტაფილო 1 თავი ხახვი მდოგვი, მარილი, წიწაკა-გემოვნებით ზეთი ქათმის ფილე დავჭრათ , მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევბრაწოთ ტაფაზე. პომიდორი და ბულგარული დავჭრათ თხლად, სტაფილო გავხეხოთ. შევწვათ სტაფილო და თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი ტაფაზე ზეთში. ლავაში გავახუროთ ტაფაზე, შემდეგ წავუსვათ მდოგვი და დავადოთ სტაფილო და ხახვი, შემდეგ პომიდორი, ბულგარული, ქათამი და გადავახვიოთ. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page