ფენოვანი ხვეულები კრემით
უგემრიელესი, ჰაეროვანი ფენოვანი ხვეულები კრემით ფენოვანი ცომისთვის დაგვჭირდება: 1 ჭ. ძალიან ცივი წყალი 1 კვერცხი 1 ს.კ. ძმარი 1 ს.კ. არაყი 1 ს.კ. ზეთი 3 ჭ. ფქვილი 500 გრ მარგარინი წყალში გავხსნათ ძმარი, არაყი და ზეთი, გავთქვიფოთ კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავარტყელოთ და ფართოპირიანი დანით წავუსვათ დარბილებული მარგარინის 1/3 ნაწილი. შევახვიოთ კონვერტივით და ისევ გავაბრტყელოთ. გადავუსვათ მეორე ნაწილი მარგარინი და კიდე გადავკეცოთ კონვერტივით. მესამედ გავაბრტყელოთ, გადავუსვათ დარჩენილი მარგარინი, გადავკეცოთ და შევდოთ 1 საათით მაცივარში. ამის შემდეგ, გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავღრათ 2-3 სმ სიგანის ზოლებად. დავახვიოთ ზოლები ფორმბს, როგორც ჩვენ ფოტოზეეა ნაჩვენები და გამოვაცხოთ 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ამ ულუფიდან გამოდის 40 საშუალო ზომის ხვეულა.
გამომცხვარი ხვეულები გამოვტენოთ მოხარშული ან ინგლისური კრემით. გემრიელად მიირთვით!