top of page

ფეტუჩინი ალფრედო


ფეტუჩინი ალფრედო- ყველაზე ცნობილი იტალიური პასტა, უნაზესი და უგემრიელესი. იტალიელმა რესტორატორმა ალფრედო დი ლელიომ თავის საყვარელ ცოლს მოუმზადა კერძი, რომელიც მას ძაან მოეწონა და მალე პოპულარული არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გახდა. ეს ჩვეულებრივი ყველიანი მაკარონი სრულიად არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ხდება, როცა ყველა ინგრედიენტი სწორადაა შერჩეული.

დაგვჭრდება: 500 გრ ფეტუჩინი (პასტას გამოცნობა ჩენ უკვე ვისწავლეთ 150-200 გრპარმეზანი 350-400 მლ ნაღები (30-35 %) 2 კბილი ნიორი 50 გრ კარაქი მარილი, თეთრი წიწაკა მუსკატი-დანის წვერზე სურვილისამებრ- 3 ღერი ოხრახუში ან ბაზილიკი (მე ამ შმეთხვევაში ოხრახუშს გირჩევდით)

პასტა მოვხარშოთ მარილიან წყალში ალ დენტე (ოდნავ მაგარი უნდა დარჩეს) და გადავწუროთ. ამასობაში, ტაფაზე კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი (2-3 წუთი, ოდნავ უნდა გავარდისფრდეს), შემდეგ დავუმატოთ ნაღები და როგორც კი გასქელდება, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მუსკატი, ჩავყაროთ გახეხილი პარმეზანი კარგად მოვურიოთ სოუსს, როგორც კი ყველი გადნება, დავამატოთ ჩვენი ფეტუჩინი, კარგად ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა. სურვილისამებრ,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ბაზილიკი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page