ფორთხლის და ნუშის კრემი
წარმოუდგენლად გემრიელი დესერტი
დაგვჭირდება: 7 კვერცხი 300 გრ პუდრა 50 გრ დაფქული ნუში (შეგიძლიათ ნიგოზიც გამოიყეოთ) 2 ფორთოხლის ცედრა და წვენი 200 მლ წყალი 2 ჩ.კ. ჟელატინი 50 გრ რომი ან კონიაკი
ჟელატინი ჩავალბოთ წყალში 40 წუთით და შემდეგ გავალღვოთ ნელ ცეცხლზე, დავუმატოთ ცედრა,ვხაშოთ ერთი 5 წუთი, შემდეგ გავაჩეროთ, რომ შეგრილდეს.
კვერცხის გული, ნუში, შაქრის პუდრა, კარგად გავთქვიფოთ. შევურიოთ საცერში გადაწურული, გაგრილებული ჟელატინი, ფორთოხლის წვენი და რომი.
ცალკე კარგად ავთქვიფოთ ცილა და ნაზად გადავურიოთ დანარჩენ მასას. გადავიტანოთ ფორმებში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3 საათით.
გემრიელად მიირთვით!