ქათმის ბულიონი ცომის ბურთულებით
იტალიელებთან- ნიოკი, ავსტრიელებთან, გერმანელებთან, ჩეხებთან-კნედელი, სლავებთან-კლიოცკი... ფქვილის, ბურღულეულის ან კარტოფილისგან მომზადებული ბურთულები. მათი გამოყენების ათასგვარი ვარიაცია არსებობს. ჩვენ დღეს მოვამზადოთ სასარგებლო და ნოყიერი ქათმის ბულიონი ცომის ბურთულებით.
დაგვჭრდება: ქათმის ძვლიანი ნაწილი ბულიონისთვის 2 ხახვი 2 სტაფილი 1 კბილი ნიორი 2-3 არომატული წიწაკის მუხუდო დაფნის ფოთოლი პატარა კონა ოხრახუში და კამა მარილი
ცომის ბურთულების მსამზადებლად დაგვჭირდება: 1 კვერცხი 1 ს.კ. კარაქი 6-7 ს.კ. ფქვილი 130 მლ რძე მარილი
მოვამზადოთ ბულიონი. ამისათვის კარგად გავრეცხოთ ქათამი და ჩავდოთ ქვაბში, დავასხვათ დაახკოებით 2 ლიტრამდე წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, მოვქაფოთ. შემდეგ მოვაკლოთ ცეცხლი და ჩავყაროთ ქვაბში მთელ-მთელი თითო სტაფილი, ხახვი, ნიორი,დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლებიდა ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი. როცა ბულიონი მომზადდება, ამოვიღოთ ქათამი, გადავწუროთ. შევინახოთ ქათმის ხორცი, დანარჩენი გადავყაროთ. დაბალ ცეცხლზე კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი დარჩენილი ხახვი, შემდეგ სტაფილო და დავუმატოთ ეს ჩვენ ბულიონს. ვხარშთ დაახლოებით 10 წუთი. ამასობაში, მოვამზადოთ ცომის ბურთულები. კვერცხის გული, დარბილებული კარაქი, რძე და ფქვილი კარგად გავთქვიფოთ. დავუმატოთ მარილი. ცალკე მაგრად გავთქვიფოთ ცილა და დავუმატოთ ცომს. მოვურიოთ. უნდა გამოგვივიდეს სქელი ცომი. ჩვენ წვნიანს დავამატოთ მარილი. ჩაის კოვზით ამოვიღოთ ცომი და ჩავყაროთ ფრთხილად ბურთულები ბულიონში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბურთულები ზომაში გაიზრდება ხარშვის დროს, ამიტომ დიდი ზომის არ გააკეთოთ. ზედაპირზე რომ ამოტივტივდება, ეს ნიშნავს, რომ მოიხარშა. გამოვრთოთ ქურა, ჩავყაროთ ბულიონში წვრილად დაჭრილი მწვანილი და გადანახული ქათმის ხორცი და დავაფაროთ თავსახური. 10 წუთში ეს უგემრიელესი წვნიანი მზადაა. გემრიელად მიირთვით!