ქათმის გუმბაო
მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრი, ქათმის ''გუმბაო''. ვისაც გაქვთ გასინჯული დარწმუნებული ვარ გიყვართ უზომოდ, ხოლო ვისაც არ გაგისინჯავთ ჯერ ეს საოცრება, წინ დიდი სიამოვნება გელით. საოცრად გემრიელია და მოსამზადებლად მარტივი. ქათმის გუმბაო მოსამზადებლად დაგვჭირდება: ქათმის ფილე 500 გრ ცხარე წითელი წიწაკა ჩილი 1 ც. მწვანე ხახვი 5 ც ხახვი 1 თავი. წითელი ბულგარული 2 ც. ნიორი 2 კბილი ჯანჯაფილი 4 სანტიმეტრი 50 გრ ქეშიუ ან მიწის თხილი მარილი გემოვნებით ქათმის ჩასაბასტურმებლად დაგვჭირდება: სოიოს სოუსი 2 ს/კ კარტოფილის სახამებელი 1 ჩ/კ თეთრი, მშრალი ღვინო 2 ს/კ სოუსის მოსამზადებლად: სოიოს სოუსი 3 ს/კ შაქარი 2 ს/კ კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი 1,5 ს/კ ძმარი ბალზამირებული ''ბალზამიკო'' 40 მლ ზეთი 1 სუფრის კოვზი ქათმის ფილე დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, მოვაყაროთ სახამებელი და მოვასხათ სოიოს სოუსი, ღვინო თეთრი. ჩავდგათ 1 საათით მაცივარში ჩასაბასტურმებლად. ამასობაში მოვამზადოთ სოუსი, ღრმა ჯამში გადავურიოთ ყველა ინგრედიენტი რაც ჩამოვწერეთ ზემოთ სოუსისთვის და კარგად მოვურიოთ, რომ გაიხსნას სახამებელი და შაქარი. გადავდოთ ცოტა ხნით გვერდზე. ჩაბასტურმებული ქათამი ამოვიღოთ მაცივრიდან. შევწვათ ცოტა ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან. ჩავაყაროთ მოხალული თხილი. გაცხელებულ ღრმა ტაფაში ან ვოკში ჩავასხათ ცოტა ზეთი, დავყაროთ დაჭყლეტილო ნიორი, ცხარე წიწაკა ჩილი და წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი. რამოდენიმეჯერ გადავურიოთ და დავაყაროთ მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილი ხახვი. 2 წუთში დავაყაროთ წიწაკა ბულგარული ეგეც დიდ კუბიკებად დაჭრილი. ყველაფერი ერთად მაქსიმუმ 4-5 წუთი უნდა გვქონდეს ცეცხლზე, უნდა გამოვიდეს ნახევრად შემწვარი, ცოცხალი ბოსტნეული. ღრმა ტაფაში ან ვოკშივე სადაც მოვხრაკეთ ბოსტნეული, გადავიტანოთ ქათამი თხილით და მოვასხათ ჩვენი მომზადებული სოუსი, წამოვადუღოთ რომ შესქელდეს ოდნავ და მზადაა. გადმოიღეთ დიდ თეფშზე და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, გარნირად უხდება ბრინჯი. გემრიელად მიირთვით