top of page

ქათმის კონსომე


კონსომე- ბულიონი, რომელსაც საქონლის ან ფრინველის ხორცის ხანგრძლივი ხარშვის შედეგად მიიღებენ. შემდეგ მას განსაკუთრებული მომზადების წესით აღიავებენ, აცლიან ზედმეტ ცხიმს და ხდიან გამჭვირვალეს. როგორც წესი, ქათის კონსომეს ცარიელ გამომცხვარ პროფიტროლებთან ერთად მიირთმევენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვინდა გირჩიოთ მიირთვათ ეს ბულიონი დილას შემოთავაზებულ ღვეზელებთან ერთად.

ქათამს მოვაჭრათ ბარკლები, გადანახსენი, მკერდი (თეთრი ხორცი), ფრთები თავის ბარკლებიანა. ყველაფერი, ბარკლის გადანახსნების გარდა, შეგვიძლია გამოვიყენოს სხვა კერძების მოსამზადებლად, ხოლო რაც დარჩა, იმისგან მოვამზადებთ არაჩვეულებრივ ბულიონ-კონსომეს! დავასხათ დარჩენილ ძვლიან ნაწილს წყალი და დავადგათ მოსახარშად. წვრილად დავჭრათ 1 ხახვი და 1 სტაფილო, მოვთუშოთ ცოტა კარაქში და დავუმატოთ ჩვენ ბულიონს, როცა წამოდუღდება. ცეცხლს მაქსიმალურიად დავუწიოთ. დავუმატოთ პატარა კონდა კამა და ოხრახუში და დაბალ ცელცხლე ვადუღოთ კიდე დაახლოებით 1 საათი. ბულიონი უნდა გამოვიდეს მძაფრი, მაგარი. ბარკლის გადანახსნები დავამუშავოთ, მოვაშოროთ ძვალი და გავატაროთ. ფარშს დავუმატოთ გათქვეფილი 2 კვერცხის ცილა. ეს მასა ჩავუშვათ მოხარშულ ბულიონში და ფრთხილად მოვურიოთ. როგორც კი ამოტივტივდება ზევით და შეიცვლის ფერს, გამოვრთოთ, გადავწუროთ ძალიან წვრილ საწურზე (უმჯობესია, მარლასაც თუ ჩავუფენთ). ბულიონი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. კიდე ერთხელ წამოვადუღოთ, დავუმატოთ მარილი.სურვილისამებრ, მოვაყაროთ ციცხალი მწვანილი, ჩავყაროთ შიგნით პროფიტროლები ან მოვუწყოთ გვერდზე ღვეზელები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page