top of page

ქათმის ფილე სეზამის მარცვლებით


დღეს ჩინური სამზარეულოს უგემრიელეს კერძს გთავაზობთ- ქათმის ფილე სეზამის მარცვლებით დაგვჭირდება: 1 მოზრდილი ქათმის მკერდი 1 კვერცხი 100 გრ ფქვილი 3 ს.კ. ბულიონი ან წყალი 1 ჩ.კ. ძმარი 2-3 ს.კ. სოიოს სოუსი 1 ჩ.კ. სახამებელი 1 ს.კ. შაქარი 2 ცალი ლიმონი, ლაიმი ან ფორთოხალი 20 გრ ჯინჯერი 1 ს.კ. თაფლი 3-4 ს.კ. კეტჩუპი 50 გრ სეზამის მარცვლები 250 გრ ზეთი (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირის-თქვენი გემოვნებით)

ქათმის ფილე დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და ჩავდოთ 1 საათით მარინადში. მარინადს ვამზადებთ შემდეგნაირად: ქათმის ბულიონი, სოიოს სოუსი, ძმარი, შაქარი, სახამებელი კარგად ავურიოთ ერთმანეთს. ერთი საათის შემდეგ ქათამს ამოვიღებთ ამ მარინადიდან. ცალკე ჯამში კარგად გავთქვიფავთ კვერცხს, ცალკე თეფშზე დავყარით ფქვილს. ქათამს ამოვავლებთ კვერცხში, შემდეგ ფქვილში და შევწვავთ კარგად გახურებულ სქელძირიან ტაფაზე, ბლომად ზეთში. როცა შეიბრაწება, გადავდებთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს ზედმეტი ზეთი.ამასობაში ვამზადებთ სოუსს: ჯინჯერს დავჭრით რგოლებად, ციტრუსისგან გამოვწურავთ წვენს, დავუმატებთ თფლს, კერჩუპს, ცოტა სოიოს სოუსს და წამოვადუღებთ. დავუწევთ ცეცხლს და 7-10 წუთი ვხარშავთ, თან სულ ვურევთ. ადუღებულ სოუსში ჩავდოთ ქატმის ნაჭრები და ვწვავთ დაახლოებით 3-4 წუთი, თან გამუდმებით ვურევთ. შემდეგ მოვაყრით სეზამის მარცვლებს და კიდე 2 წუთი ვწვავთ. გამზადებული ქათამს გადავდებთ ტეფშზე და მოვაყრით ცოტა სეზამს ზევიდან. გარნირად ძალიან მოუხდება ბრინჯი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page