გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის!ქათამი 1.5-2 კგხახვი 4-5 თავი1 კგ პომიდორი ნიორი 3-4 კბილი1 ჩ.კ. უცხო სუნელი1 ჩ. კ. ქინძი0,5 ჩ. კ. ზაფრანაპატარა კონა ოხრახუში1 ცოცხალი მწვანე წიწაკა მწარემარილიქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ სქელძირიან ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. რომ ჩაითუთქება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვთუშოთ ერთად.ამის შემდეგ, დავამატოთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი. თუ პომიდორს საკმარისი წვენი არ აქვს, დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ნიორი, სუნელები და მარილი კარად დავაბლენდეროთ ერთად და დავუმატოთ ჩვენ ჩახოხბილს. ვხარშოთ ყველაფრი ერთად, სანამ ქათამი ბოლომდე არ მომზადდება. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და ცოტა ოხარხუში.გემრიელად მიირთვით!