ღვეზელი მწვანე ხახვით და კვერცხით
ცომისთვის დაგვჭირდება: 3 ჭ. ფქვილი 500 მლ.მაწონი 200 გრ კარაქი 1 ჩ.კ. სოდა 0,5 ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება: 3-4 დიდი კონა მწვანე ხახვი 4 მოხარშული კვერცხი მარილი, წიწაკების მიქსი 20 გრ კარაქი
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, ავკეპოთ ცივ კარაქთან ერთად, დავმატოთ მაწონში გახსნილი სოდა, მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი 1 საათით შევდოთ მაცივარში. მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად, დავდოთ ტაფაზე, დავადოთ კარაქი და დნავ მოვთიშოთ. მოვაყაროთმარილი და წიწაკა და დავუმატოთ დაჭრილი კვერცხი. ცომი დავანაწევროთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ, თითოზე დავდოთ თითო ს.კ. შიგთავსი და შევახვიოთ ღვეზელები. ღვეზელი შევწვათ დაბალ ცეცხლზე ზეთიან ტაფაზე. ეს ღვეზელი ძალიან მოუხდება ბულიონს, რომელის რეცეპტსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გემრიელად მიირთვით!