top of page

ღორის ხორცის რულეტი შავი ქლიავის შიგთავსით


ჩვენი ფავორიტი, კიდე ერთი სადღესასწაულო კერძი, რომელიც სააღდგომო, ისევე, როგორც საშობაო სუფრას დაამშვენებს. დაგვჭირდება: 1,5 კგ ღორის ხორცი კანიანად 150 გრ უკურკო შავი ქლიავი 1 ჩ.კ. დარიჩინი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი 1 ფორთოხლის წვენი შავი წიწაკა მარილი

შავი ქლიავი ჩავდოთ პატარა სქელძირიან ქვაბში, დავამატოთ ფორთოხლის წვენი, დარიჩინი და ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთი. გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ.ღორის ხორცის ნაჭრი ვეცადოთ რომ იყოს ბრტყელი. კარგად გავრეცხოთ. კანი ავათალოთ და დავუტოვოთ მხოლოდ ერთ მხარეს გრძელი, დაახლოებით 10 სმ სიგანის ზოლი, რომელსაც შემდგომში ღუმელში ზევიდან მოვაქცევთ. კანი დანით ღრმად დავსეროთ ერთმანეთის პარალელურად დაახლოებით 1 სმ მანძლზე. ამოვჭრათ ერთის გამოტოვებით კანის ნაჭრები. გადმოვაბრუნოთ ხორცი კანით ქვევით. წავუსვათ მარილი და წიწაკა, თანაბრად გავანაწილოთ შავი ქლიავის მასა. კიდეებზე ცოტა მანძილი დავტოვოთ. გადავახვიოთ ჩვენი ღორის ხორცი რულეტივით, დავამაგროთ სპეციალური ძაფით ან ჩხირებით. კარგად წავუსვათ ზეთი. მოვათავსოთ სინზე ისე, რომ კანი ზევით აღმოჩნდეს და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი (სანამ კანი არ გავარდისფრდება), შემდგომ კი 150-160 გრადუსზე კიდე დაახლოებით 2 საათი. დრო დამოკიდებულია ხორცის ზომაზე და ხარისხზე. გამომცხვარ ხორცს დავაფაროთ ფოლგა და გავაჩეროთ გამორთულ ღუმელში კიდე დაახლოებით 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page