ღუმელში გამომცხვარი ლორი
სააღდგომო სუფრაზე ალბათ ყველას გექნებათ ლორის ხორცისგან მომზადებული კერძები. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ღუმელში გამომცხვარ ლორის ხორცს, რომელიც გამორჩეულად უხდება სააღდგომო და საშობაო სუფრას. გარწმუნებთ, თქვენი ყველაზე მომთხოვნი სტუმრებიც არ დარჩებიან გულგრილი.
დაგვჭირდება: 2-3 კგ ლორის ნაჭრი 2 ს.კ. მარილი 1 ს.კ. არომატული წიწაკის მარცვლები 50 გრ ჯინჯერი 1 ჩხირი დარიჩინი 3-4 კბილი ნიორი 1-2 ცალი ფორთოხალი 1 ს.კ. დიჟონის მდოგვი 1 ს.კ. თაფლი 3 ს.კ. შაქარი 20-25 ცალი მიხაკის მარცვალი
პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ მარინადი: წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავუმატოთ წიწაკის მარცვლები, დარიჩნი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ან გახეხილი ჯინჯერი. ფორთოხალს გამოვუწუროთ წვენი და ცედრასთან ერთად დავამატოთ მარინადში. ჩავდოთ ჩვენი ლორი ამ მარინადში ისე, რომ სრულიად ფარავდეს და გავაჩეროთ 24 საათი სიგრილეში. მომზადებმადე რამოდენიმე საათით ადრე, ლორი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. ამოვიღოთ, გავამშრალოთ და დავდოთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ კანი ზევით მოექცეს. გადავაფაროთ ფოლგა და ვაცხოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 ჭუთი, შემდეგ კი ვაფარებთ ხორცს ფოგას , ვაკლებთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდე 2 საათი ან ცოტა მეტი, დამოკიდებულია ხორცის ზომაზე.
ამის შემდეგ, მოვაცალოთ ფოლგა, მოვაშოროთ კანი და გავაკეთოთ რომბისებრი ჭრილები კანზე. შიგადაშიგ ჩავარჭოთ მიხაკის მარცვლები. მოვამზადოთ სოუსი: თაფლი და მდოგვი კარგად ავურიოთ ერთმანეთს და კარგად წავუსვათ ჩვენ ლორს ეს სოუსი.
დავაბრუნოთ ლორი ღუმელში და გამოვაცხოთ კიდე 20 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, ფოლგის გარეშე. ამასობაში კანი კარამელიზაციას განიცდის. და ჩვენი ხორცი ლამაზ ოქროსფერ ელფერს შეიძენს.
გემრიელად მიირთვით!