ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები
ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები ახალი კარტოფილის გარნირით-კერძი, რომელიც ერთნაირად მოეწონებათ უფროსებსაც და ბავშვებსაც 8 ქათმის ბარკალი 7-8 კბილი ნიორი 3-4 ს.კ. ლიმნის წვენი 1 ჩ.კ. ბეგქონდარა 2 ბულგარული წიწაკა(უმჯობესია, სხვადასხვა ფერის იყოს) 1 პატარა ქილა ზეთის ხილი 1 კგ ახალი კარტოფილი 50 გრ კარაქი ზეითუნის ზეთი მარილი, წიწაკა
გარეცხილი და გასუფთავებული ქათმის ბარკლები გავამშრალოთ. ერთად შევურიოთ ლიმნის წვენი, ბეგქონდარა, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა. დავჭრათ მსხვილად ბულგარული, მოვათავსოთ საცხობ ფორმაში, იქვე მოვათავსოთ დარჩენილი ნიორი. შევდოთ ეს ფორმა 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ, გამოვიღოთ ფორმა და ჩავალაგოთ შიგნით ქათმის ბარკლები. მოვასხათ ლიმნის წვენის და ზეთის ნაზავი და გამოვაცხოთ დაახლოებით 30 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. შემდეგ დავუმატოთ ზეთის ხილი და დავტოვოთ ღუმელშ კიდე 10 წუთი. პარალელურად, ტაფაზე მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი და დავდოთ 50 გრ კარაქი და შევბრაწოთ ახალი კარტოფილი. შებრაწულ ბარკლების მივუწყოთ კარტოფილი. გემრიელად მიირთვით!