დაგვჭირდება:3 ცალი ყაბახი2 კარტოფილი200 გრ ყველი ფეტა1 კვერცხი25 გრ კარაქი1 ს.კ. ფქვილიპატარა კონა მწვანე ხახვიპატარა კონა პიტნაზეითუნის ზეთიმარილი, წიწაკაყაბახი გავხეხოთ მსხვილად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ დაახლოებით 1 საათით. გამოიყოფს სითხეს და გადავწუროთ, გავავლოთ ცივი წყალი და კიდე კარგად გადავწუროთ.კარტოფილი მოვხარშოთ, შემდეგ ისიც გავხეხოთ მსხვილად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა. დავუმატოთ ყაბახი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პიტნა, გახეხილი ყველი, კვერცხი, მოვაყაროთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ.ტაფა გავახუროთ, მოვასხათ ზეთი, დავამატოთ კარაქი და შევწვათ ოლადები ორივე მხრიდან.