top of page

ყველაზე სასარგებლო წიწიბურა!


მიკროელემენტებით და მინერალებით სავსე წიწიბურა შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას და კიდე ბევრს სხვა სასარგებლო ნივთიერებას. ის გვეხმარება დეპრესიის და ზედმეტი წონის დამარცხებაში, წნევის დარეგულირებაში, კვებავს ჩვენს ძვლებს და სისხლს. გავლენას ახდენს ჩვენს მხდეველობაზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მას გამოყავს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების იონები და შლაკები, ასევე, ზედმეტი ქოლესტერინი... კიდე ბევრი შეიძლება ისაუბრო ამ არაჩვეულებრივ პროდუქტზე. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ: იმისათვის, რომ წიწიბურას ყველა სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ, ის სწორად უნდა მოვამზადოთ. ამისათვის შევიძინოთ ღია ფერის, დაუმუშავებელი წიწიბურა და ზედმეტად არ მოვხარშოთ და არ შევწვათ. გთავაზობთ სასარგებლო წიწიბურას რეცეპტს. დაგვჭირდება: 1 ჭ. წიწიბურა პატარა კონა ოხრახუში და ქინძი 2 ღერი ნიახური ნახევარი ლიმონი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი სოიოს სოუსი-სურვილისამებრ მარილი წიწიბურა გავრეცხოთ, დავასხათ 2 ჭ. მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავსახური და გადავდოთ ერთი საათით. შეგვიძლია მთელი ღამით დავტოვოთ. ასეთ წიწიბურას აღარ ვხარშავთ და ის ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ჩვენი დაორთქლილი წიწიბურა მირთმევის წინ შევაზავოთ ზეთით, წვრილად დაჭრილი მწვანილით, ცოტა მარილით, ლიმნის წვენით(ან დაჭრილი ლიმნით), სოიოს სოუსით. კარგად მოვურიოთ და მივირთვათ. წიწიბურასთან ერთად მიირთვით დაჭრილი ცოცხალი ბოსტნეული. ჯანმრთელობას გისურვებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page