ყველის კროკეტები - კერძი, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაცდაგვჭირდება:3-4 კარტოფილი50 გრ კარაქი100 გრ გახეხილი ყველი1 კვერცხი1-2 ს.კ. ფქვილიმწიკვი მუსკატიმარილი, წიწაკასაფანელიზეთი
კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. გავაგრილოთ და გავხეხოთ. ასევე გავხეხოთ კარაქი და ყველი.ერთად მოვათავსოთ ყველი, კარაქი, კარტოფილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, მუსკატი, წიწაკა და მარილი (მარილი შეიძლება არც დასჭირდეს, გააჩნია ყველი როგორია) და მოვზოლოთ ცომივით.სველი ხელებით გამოვძერწოთ პატარა ბურთულები, კარგად ამოვავლოთ საფანელში და შევბრაწოთ ფრიტიურში ან ღრმა ზეთიან ტაფაზე, სანამ არ გაოქროსფერდება. გამზადებული კროეტები ამოვალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.გემრიელად მიირთვით!