შვრიის ორცხობილა
ეს რეცეპტი მასწავლა ჩემმა მეგობარმა ისეთ დროს, როცა ჩემს უმცროს, ტკბილეულის დიდ მოყვარულ შვილს, მძიმე ოპერაციის შემდეგ აეკრძალა თითქმის ყველანარირი ნამცხვარი. შვრიის ორცხობილაში ნაკლები ფქვილი და მეტი სასარგებლო შვრიაა. ამიტომ ჩვენთვის ეს ნამდვილად გამოსავალი იყო. მაგრამ ეს ორცხობილა იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, რომ დრესაც ღირსეული ადგილი აქვს დამკვიდრებლი ჩვენს მენიუში, მიუხედავად იმაისა, რომ აკრძალვები მოგვეხსნა. რაც მთავარია, უმარტივესი მოსამზადებელია. მოსინჯეთ თავად!
დაგვჭირდება: 170 გრ კარაქი 200 გრ შაქარი 1 კვერცხი 100 გრ ფქვილი ვანილი 0.5 ჩ.კ. სოდა ძმრით ვანილი მწიკვი მარილი 250 გრ თხლად დაფქული გერკულესი (პაკეტს უნდა ეწეროს zart ან extra zart) სურვილისამებრ- დარიჩინი, 100 გრ შოკოლადის ნატეხი, თხილი, ნუში, ნიგოზი, ქიშმიში... კარგად გავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი, ვანილი, სოდა ძმრით. ბოლოს დავუმატოთ გერკულესი და მოვზილოთ ცომი სველი ხელით. საცხობ სინს დავაფაროთ საცხობი ქაღალდი და დავსვათ 4-5 სმ დიამეტრის გუნდები ერთმანეთისგან მოშორებით. (გუნდები ღუმელში გაბრტყელდება და გაიზრდება ზომაში). გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთი. გვერდები უნდა მოებრაწოს, გული დარჩება ოდნავ სველი. რომ გაცივდება და გამაგრდება ავიღოთ საცხობი ქაღალდიდან.
გემრიელად მიირთვით!