top of page

შოკოლადის და ნიგვზის ტარტი


ცომი მზადდება ისევე, როგორც ლიმნის ტარტის ცომი. შოკოლადის შიგთავსისთვის დაგვჭრდება: 2,5 ჭიქა ნიგოზი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილი ან ნუში) 125 გრ შავი შოკოლადი 1 ჭ. ყავისფერი შაქარი 1 ჭ. მაღალცხიმიანი ნაღები 50 გრ კარაქი 2 ს.კ. თაფლი გამოვაცხოთ ტარტი, გავაგრილოთ. მოვამზადოთ შიგთავსი: ნიგოზი მოვხალოთ, მსხვილად დავჭრათ, შოკოლადი დავტეხოთ წვრილად. შაქარს დავასხათ 50 მლ წყაოლი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ მოვუმატოთ ცეცხლს და მივიყვანოთ ადუღებამდე. კარამელი გახდება მუქი ოქროსფერი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფრთხილად დავუმატოთ ნაღები. დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ ჩავუმატოთ კარაქი და თაფლი და ვხარშოთ დაახლოებით 3 წუთი, თან სულ ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ შოკოლადი. კარგად მოვურიოთ, დავამატოთ ნიგოზი, კიდე მოვურიოთ დამოვასხათ ტარტს. გადავასწოროთ, გავაგრილოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით (ან მთელი ღამით). მოვრთოთ თხილით. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page