top of page

შოკოლადის პუდინგი


"Pudding—Alice: Alice—Pudding. Remove the pudding!" and the waiters took it away so quickly that Alice couldn't return its bow. (Through the Looking Glass, by Lewis Carroll)

ამ საღამოს ინგლისურ კლასიკურ დესერტს -პუდინგს გთავაზობთ. პუდინგი კვერცხის, რძის და შაქრისგან მომზადებული დსერტია, რომელსაც სურვილისამებრ სხვადასხვა ხილით ან არომატიზატორით ამდიდრებენ. დღეს ვანილისა და შოკოლადის პუდინგის რეცეპტს გაგიზიარებთ.

დაგვჭირდბა: 1 ლ რძე 1 ს.კ. ფქვილი 2 ს.კ. სახამებელი 0,5 ჭ. ნაღები 2 ს.კ. კაკაო 1 ჭ. შაქარი 1 კვერცხის გული ვანილი

რძეს ჩავუმატოთ ნაღები, ფქვილი, სახამებელი, კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, შაქარი. კიდე ავთქვიფოთ. გავყოთ ორ ნაწილად. ერთში დავამატოთ ვანილი, მეორეში-კაკაო. მოვხარშოთ ორივე მასა დაბალ ცეცხლე დაახლოებით 15 წუთი, თან სულ ვურიოთ. ჩვენი პუდინგი ამასობაშ გასქელდება. ცოტა გავაგრილოთ და გადავიტანოთ ფრთხილად ფორმებში ისე, რომ შოკოლადის ფენას ვანილის ფენა ცვლიდეს. კარგად რომ გაგრილდება, შევდოთ მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page