top of page

შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით


200 გრ კარაქი 4 კვერცხის გული 2 ჭ შაქარი 500 გრ არაჟანი 2,5 ჭ. ფქვილი ცოდა ძმრით, ვანილი

კრემისთის: 500 გრ არაჟანი 1 ჭ. შაქრის პუდრა 200 გრ კარაქი ვანილი

შოკოლადის მინანქარი: 4 ს.კ. კაკაო 4 ს.კ. რძე 1 ჭ.შაქარი 100 გრ კარაქი

კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, არაჟანი, ფქვილი, სოდა ძმრით და ვანილი. გამოვაცხოთ 4 ფირფიტა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გავაგრილოთ. ამასობაშ მოვამზადოთ კრემი: ამისათვის ავთქვიფოთ არაჟანი და პუდრა, დავუმატოთ კარაქი და ავთქვიფოთ მაგრად. დავუმატოთ ვანილი. წავუსვათ კრემი სამ ფირფიტას, ზევიდან გადავასხათ შოკოლადი. შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად კაკაო, რძე და შაქარი კარგად ავურიოთ ერთმანეთს და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. როცა წამოდუღდება, დავუმატოთ კარაქი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. ცოტა რომ შეგრილდება, მოვასხათ ჩვენ ნამცხვარს. ნამცხვარი შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page