ჩაშუშული ხბოს ხორცი
ჩაშუშული ხბოს ხორცი ცხარე პომიდვრის სოუსით- ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი დაგვჭირდება: 1,5 კგ ხბოს ხორცი 3-4 თავი ხახვი 400 გრ კონსერვირებული პომიდორი(ან ცოცხალი გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი) 2 ს.კ ტომატ-პასტა 3-4 კბილი ნიორი 2 ცალი ბულგარული წიწაკა 1 კონა ქინძი 1 კონა ოხრახუში ცხარე წითელი წიწაკა ან ჩილი-გემოვნებით მარილი
ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ამასობაში დავჭრათ წვრილად ხახვი. მოვაყაროთ ხორცს და გავაგრძელოთ შუშვა. ერთ 10-15 წუთში მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და კიდე მოვთუშოთ. დავაკვირდეთ ხორცს. როცა სითხე მთლიანად დაშრება, მოვასხათ ადუღებული წყალი, ისე, რომ დაფაროს ხორცი. ვხარშოთ ხორცი დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება. თუ წყალს დაიშრობს, დავამატოთ კიდე ცოტაოდენი. როდესაც ხორცი მოიხარშება, დავუმატოთ დაკონსერვებული პომიდორი, რომ წამოდუღდება, დავამატოთ დსჭრილი ბულგარული, შემდეგ დავუმატოთ ტომატი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთი. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და ცხარე წიწაკა. ვხარშოთ კიდე დაახლოებით 5-10 წუთი და ჩვენი კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით!