top of page

ჭარხლის მსუბუქი სალათი


10431685_1654948228069072_5984307207599157837_n.jpg

დაგვჭირდება: 1 მოზრდილი ან 2 საშუალო ზომის ჭარხალი 10-15 ცალი შავი ქლიავის ჩირი 100 გრ ნიგოზი 1-2 კბილი ნიორი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი, წიწაკა ჭარხალი გავფცქვნათ და გავხეხოთ თხლად, შავი ქლიავი დავჭრათ წვრილად. ნიგოზი გავატაროთ ან დავჭრათ, როგორც უფრო მოგწონთ. ნიორი დავჭყლიტოთ. ყველაფრი ერთად კარგად მოვურიოთ, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. სალათი მოვამზადოთ მირთმევამდე 1 საათით (ან მეტით) ადრე, გემოები კარგად რომ გაუჯდეს ერთმანეთს. თუ კალორიების არ გეშინიათ, ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ს.კ. არაჟანი. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page