ხაჭოს ვატრუშკა
გემრიელი დაბრაწული ღვეზელი, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც დაგვჭირდება: 400 გრ ფქვილი 1 კვერცხი 1 ჭ.რძე 50 გრ კარაქი 2 ს.კ. შაქარი 10 გრ საფუარი მწიკვი მარილი შიგთავსისთვის დაგვჭირდება: 300 გრ ხაჭო 2 ს.კ. არაჟანი 50 გრ კარაქი 100 გრ შაქარი 2 კვერცხის გული ვანილი
საფუარი და 1 ს.კ. შაქარი ერთმანეთს ავურიოთ, დავუმატოთ თბილი რძე და დავტოვოთ 15-20 წუთით ამოსაფუებლად. ამასობაშ გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, მარილი, გამდნარი კარაქი და ფქვილი. დავუმატოთ რძე და კარგად მოვზილოთ ცომი. დავდოთ ცომი 1-2 საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. როცა ამოფუვდება, გამოვძერწოთ პატარა ბურთები (დაახლოებით კვერცხისოდენა), დავალაგოთ საცხობ სინზე და კიდე გადავდოთ თბილ ადგილას,სანამ ამოფუვდება. ამასობაში, მოვამზადოთ შიგთავსი: ხაჭო, შაქარი, კვერცხის გულები დარბილებული კარაქი და არაჟნი ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ვანილი (სურვილისამებრს, შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში, ლიმნის ცედრა და სხვ.). ცომის გუნდებს შაგულში ჭიქით გავუკეთოთ ჩაღრმავებები, რომლებშიც მოვათავსებთ შიგთავსს. 1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ს.კ. რძესთან ერთად და კარგად გადავუსვათ ჩვენ ვატრუშკებს. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი. გემრიელად მიირთვით!