ხაჭოს პასკა
ხაჭოს პასკა კულიჩთან ერთად განუყოფელი ნაწილია სააღდგომო სუფრისა. თუ თქვენ არასდროს მოგიმზადებიათ ხაჭოსგან უგემრიელესი პასკა, გირჩევთ წელს სცადოთ აუცილებლად. მოსამზადებლად ძალიან მარტივია და სასიამოვნოდ განაცვიფრებთ თქვენს სტუმრებს ამ სიგემრიელით. ხაჭოს პასკის მოსამზადებლად დაგვჭირდება: ხაჭო 2 კგ კვერცხი 10 ცალი 400 გრ კარაქი 800 გრ არაჟანი ცხიმიანი 600-700 გრ შაქარი 200 გრ ნუში 200 გრ ქიშმიში ვანილი ფერადი ცუკატები
ხაჭო გადავახვიოთ მარლაში და ჩამოვკიდოთ ან დავდოთ საწურზე 1 საათით, რომ დაიწრიტოს წყლისგან. ქიშმიში დაალბეთ თბილ წყალში ცოტა ხანი და შემდეგ გადაწურეთ წყალი, გადაახვიეთ ჩაის ტილოში რომ გაშრეს. 9 კვერცხის გული და ერთი მთლიანი კვერცხი კარგად ავთქვიფოდ შაქართან და ვანილთან ერთად მიქსერით, დავამატოდ დარბილებული კარაქი ოღონდ არა დამდნარი და არაჟანი და კიდევ ავთქვიფოდ. შევურიოთ ეს მასა ხაჭოს და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით. დაუმატეთ მოხალული დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ცუკატები და კიდევ გადაურიეთ ხის კოვზით. იმ ფორმაში, რომელშიც გინდათ რომ ჩაასხათ მზა მასა ჩააფინეთ მარლა ან ჩაის ტილო. ჩაასხით მომზადებული ხაჭოს პასკა და ჩადგით მაცივარში მთელი ღამით. შეგიძლიათ გააკეთოთ ნახევარი პორცია, მაგრამ დამერწმუნეთ ესეც კი არ გეყოფათ იმდენად გემრიელია. გემრიელად მიირთვით!