ხაჭოს პასკა მასკარპონეთი და ნუშით
თუ თქვენც ჩემსავით ძალიან გიყვართ ნუში და მაინც და მაინც არ გსიამოვნებთ ხაჭოს მძაფრი გემო და ტექსტურა, ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ! დაგვჭირდება: 300 გრ ცხიმიანი ხაჭო 250 გრ მასკარპონე 100 გრ შაქარი 75 მლ მაღალცხიმიანი ნაღები ვანილი 70 გრ მოხალული ნუში 100 გრ ლიმნის და ფორთოხლის ცუკატი 50 გრ ალუბლის ჩირი
50 გრ შავი შოკოლადი (სურვილისამებრ) პასკის ფორმაში ჩავაფინოთ რამოდენიმე ფენა მარლა (მინიმუმ 4 ფენა) ისე, რომ კიდეებიდან გადმოეკიდოს. კარგად ავთქვიფოთ ხაჭო, მასკარპონე, შაქარი, ვანილი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და დავუმატოთ ხაჭოს. ასევე დავუმატოთ დაქუცმაცებული ნუში და შოკოლადი, ცუკატი და ალუბალი. კარგად ავურიოთ და ჩავდოთ ფორმაში. გადავაფაროთ ზევიდანაც მარლა, დავადოთ სიმძიმე და შევდოთ მთელი ღამით მაცივარში. მეორე დღეს გადმოვდოთ ფრთხილად თეფშზე და მოვაშოროთ მარლა. გემრიელად მიირთვით!