ხაჭოს ტორტი ხილის ჟელეთი
დაგვჭირდება: 500 გრ ხაჭო 200 გრ შაქარი ვანილი 200 მლ ნაღები 15 გრ ჟელატინი 350 გრ ალუბალი, მარწყვი ან ნებისმიერი სხვა ხილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული) 40 გრ მზა ხილის ჟელეს ფხვნილი
დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. ცალკე გავხსნათ ხილის ჟელეს ფხვნილი 1 ჭიქა წყალში, დავუმატოთ 50 გრ შაქარი და წამოვადუღოთ. სასურველ ფორმაში (უმჯობესია სილიკონის) ჩავყაროთ ხილი, მოვასხათ ხილის ჟელე და შევდგათ მაცივარში2- 3 საათით.
ჟელატინი ჩავალბოთ 50 მლ ცივ წყალში 40 წუთით. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. ამასობაში ბლენდერით კარგად გავთქვიფოთ ხაჭო, დავუმატოთ 150 გრ შაქარი, ნაღები, ვანილი. ჩავასხათ ჟელატინი. კარგად მოვურიოთ და დავადოთ ეს მასა გაყინულ ხილის ჟელეს. კიდე შევდოთ მაცივარში. საბოლოოდ რომ გაცივდება და გამკვრივდება, ფრთხილად გადმოვიღოთ სილიკონის ფორმიდან. გემრიელად მირთვით!