top of page

ხახვის წვნიანი

წვიმიან და ცივ ამინდს განსაკუთრებით მოუხდება ფრანგული ხახვის წვნიანი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ დღეს. ფრანგები ამბობენ, რომ თუ ჩვენ ერთი საათის განმავლობაში ცეცხლით, ღვინით და კარაქით "ვაწამებთ", ყველაზე ბანალური პროდუქტიც კი ჯადოსნურ გემოს შეიძენს. ამ წვნიანის შემთხევვაშიც ზუსტად ასეა!

დაგვჭირდება: 50 გრ კარაქი 4 საშუალო თავი ხახვი 1 ს.კ. ფქვილი 150 მლ თეთრი მშრალი ღვინო 1 ჩ.კ.შაქარი 1, 5 ლ ქათმის ბულიონი (ან წყალი) 1 ფრანგული ბაგეტი 150 გრ ყველი გრუიერი (ან ნებისმიერი სხვა მაგარი ევროპული ყველი ცოტა მძაფრი გემოთი)

დანის წვერზე- ბეგქონდარა მარილი, წიწაკა

მაღალ ცეცხლზე დავდგათ სქელძირიანი ქვაბი (იდეალურია, კერამიკის ქვაბი თუ გაქვთ), გავადნოთ კარაქი და მოვთუშოთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი მანამ, სანამ არ დარბილდება. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. დავუწიოთ ცეცლხს და კიდე ვთუშოთ ხახვი, თან სულ ვურიოთ. უნდა გახდეს ოქროსფერი, მაგრამ არ უნდა შეიწვას. ცალკე მშრალ ტაფაზე მოვხალოთ ფქვილი და დავუმატოთ ეს ფქვილი ხახვს. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ ბეგქონდარა, შაქარი, დავასხათ ღვინო, როცა ადუღდება, დავუმატოთ ერთი ჭიქა ბულიონი ან წყალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოეით 15 წუთი. შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი წყალი და ვადუღოთ კიდე 15 წუთი. ამასობაში, ბაგეტი დავჭრათ, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ 3-4 წუთით ღუმელში- ყველი უნდა დადნეს და ბაგეტი ცოტა შეიბრაწოს. მირთმევის წინ, სუპი გადმოვიღოთ ღრმა ფიალებში და ჩავდოთ შიგნით შებრაწული ბაგეტი. ბაგეტი ნელ-ნელა გაფუვდება და საოცარ გემოს შეიძენს!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page