ხბოს ხორცი მდოგვის სოუსში
დაგვჭირდება: 2 კგ ხბოს ხორცი 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი 1 ჭიქა შაქარი 1 ს/კ მარილი წითელი ღვინის ძმარი ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი დაფნის ფოთოლი 1 ჭიქა წყალი მიხაკი ნიორი 1 ჭიქა წითელი ღვინო შაქარი, მარილი და მდოგვის ფხვნილი გავხსნათ წყალში, დავუმატოთ ძმარი, ზეთი და დაფნის ფოთოლი.კარგად მოვურიოთ. ხბოს ხორცს კარგად შევაზილოთ ეს მასა და ჩავდოთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს, შეწვის წინ ამოვიღოთ ხორცი, დავსეროთ ზოლებად და ჩავდოთ ამ ჩაჭრილებში ნივრის კბილები, შავი პილპილი, მიხაკი. დავდოთ შესაწვავ სინზე,რომელზეც ცოტა ზეთია მოსხმული. ხორცს მოვუსვათ კარაქი და ჩავდოთ ღუმელში შესაწვავად. თავიდან 200 გრადუსზე სადღაც 15 წუთი მერე დავუკლოთ 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, თან შიგადაშიგ მოვასხათ თავისივე წვენი რასაც გამოყოფს. ბოლოსკენ, როდესაც თითქმის მზად იქნება მოვასხათ 1 ჭიქა ღვინო და ისევ ავუწიოთ 200 გრადუსამდე, რომ დაიბრაწოს. მზად რომ იქნება ამოიღეთ, დაჭერით და შემოუწყვეთ შუაზე გაჭრილი, შემწვარი კარტოფილები. გემრიელად მიირთვით