ხბოს ხორცის სალათი ბოლოკით
დაგვჭირდება: 1 კგ ხბოს ხორცი (უცხიმო) 0.5 კგ ბოლოკი 4-5 თავი ხახვი 1 პატარა კონა მწვანე ხახვი შავი წიწაკა, მარილი კარაქი ან ზეთი მაიონეზი (რა თქმა უნდა, შინაურის გირჩევთ) ხბოს ხორცი დიდხანს ვხარშოთ, სანამ მისი დანაწევრება ხელით არ გახდება შესაძლებელი, უნდა ჩაიშალოს. დავძიძგნოთ ხელით, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოთუშული ხახვი, კარგად მოვურიოთ. იქვე დავუმატოთ ოდნავ მოთუშული მწვანე ხახვიც. შემდეგ დავუმატოთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ბოლოკი, შავი წიწაკა, მარილი და მაიონეზი. კარგად მოვურიოთ და ჩვენი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!