ხორცის ღვეზელი
ხორცის ღვეზელი- გემრიელი და ყველასათვის საყვარელი, როგორც დამოუკიდებელი კერძი და, ასევე, არაჩვეულებრივია ხორცის ბულიონთან კომბინაციაში ცომის გაკეთება ჩვენ უკვე ვისწავლეთ ადრე, როცა მოვამზადეთ ტარხუნის ღვეზელი ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფენოვანი ცომი.
გულისთვის დაგვჭრდება: 1 კგ მოხარშული ხორცი 2 თავი ხახვი ცოტაოდენი ბულიონი 3 კვერცხი 1 კვერცხის გული 1 ს.კ. არაჟანი მარილი, შავი წიწაკა ზეთი ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში. მოხარშული ხორცი გავატაროთ მანქანში(შეგვიძლია გამოვიყენოთ არტალას ხორცი ბულიონიდან) იქვე გავატაროთ შემწვარი ხახვი. დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა, კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი, იმისთის, რომ გული არ გამოვიდეს ძალიან მშრალი. 3 კვერცხი მოვხარშთ და დავჭრათ წვრილად. ცომი გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ საცხობ სინზე და მოვაყაროთ ხორცი, ზევიდან მოვაყაროთ კვერცხი, დავადოთ ცომის მეორე ნაწილი, კარგად მოვუკრათ კიდეები. კვერცხის გული და არაჟანი კარგად გავთქვიფოთ და გადავუსვათ ჩვენ ღვეზელს ზევიდან. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. გემრიელად მიირთვით!