top of page

მაიონეზი ნივრით და შაფრანით


ეს მაიონეზი განსაკუთრებით უხდება ზღვის პროდუქტებს, მაგრამ ასევე კარგია სენდვიჩებისთვის, სალთებისთვის და ბევრი სხვა კერძისთვის. ეს შანური მაიონეზი ჩვეულებრივ შემწვარ კარტოფილსაც კი არაჩვეულებრივად აქცევს!

დაგვჭრდება:

3 კვერცხის გული

შაფრანის რამდნიემე ძაფი

1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

3 კბილი ნიორი

ნახევარი ლიმონის წვენი

200 მლ ზეითუნის ზეთი (ან ნახევარი ზეითუნის, ნახევარი მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი)

მარილი

შაფრანის ძაფები ჩავალბოთ ზეთში. მალე ფერს გამოუშვებს.

ოთახის ტემპერატურის კვერცხის გულს დავამატოთ დიჟნის მდოგვი, ლიმნის წვენი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად გავთქვიფოთ, თან ნელ-ნელა ჩავუმატოთ შაფრანიანი ზეთი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და მოვურიოთ.

მოამზადეთ, ისარგებლეთ და ისიამოვნეთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page