top of page

ხილის სალათი


17340_npadvhover.jpg

ყველაზე სასარგებლო დესერტი, რმელსაც ის ადამიანებიც კი მიირთმევენ, ვინც ქრონიკულად კალორიებს ითვლის და დიეტაზე ზის.

დაგვჭირდება:

2 ფორთოხალი

2 ბანანი

2 ვაშლი

2 კივი

2 რგოლი კონსერვირებული ანანასი

1 ლიმნის წვენი

ხილი გავფცქვნათ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაწილებად. მოვასხათ ლიმნის წვენი, რომ არ გაშავდეს, კარაგად მოვურიოთ. სალათი გავანაწილოთ ულუფებად ან მოვათავსოთ ერთ მოზრდილ სასალათეში. მოვასხათ 100 მლ ანანასის წვენი.

მათთვის, ვისაც ზედმეტი კალორიების არ ეშინია, მოვასხათ ათქვეფილი ნაღები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page