10 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობენ ჰემოგლობინის ამაღლებას
გრძელი, ცივი ზამთრის შემდეგ, ჩვენს გამოფიტულ ორგანიზმს სჭირდება ძალების მოკრება. გაზაფხული მოვიდა და ვერ გაგვირკვევია, სიყვარულისგან გვეხვევა თავბრუ თუ ვიტამინების ნაკლებობისაგან. აუცილებელია ჩვენს რაციონში ჩავრთოთ ჰემოგლობინის ასამაღლებელი პროდუქტები აქტიურად.
გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობენ ჰემოგლობინის ამაღლებას და ზამთრის შემდეგ ორგანიზმის მოძლიერებას.
1. ჭარხალი. წვენის სახით, კვირაში 4-ჯერ, თითო ჭიქა
2. სტაფილო. ესეც წვენის სახით და ესეც 4 ჭიქა კვირაში. 1 ჭიქის მისაღებად დაგვჭირდება 0,5 კგ ბოსტნეული.
3. წიწიბურა. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ყველა სასარგებლო ვიტამინი საჭიროა 2 ჭიქა წიწიბურას საღამოს დავასხათ 4 ჭიქა მდუღარე წყალი, დავახუროთ თავზე და დავტოვოთ დილამდე.დილით კი ჩვეულებრივად მივირთვათ შემთბარი რითიც მოგწონთ, გნებავთ კარაქით, გნებავთ რძით.
4. საქონლის ღვიძლი. გავრეცხოთ და შევწვათ ცოტა ცხიმში არაუმეტეს 10-15 წუთისა. ან გავაკეთოთ პაშტეტი ასევე 15 წუთი ხარშვის შემდეგ.
5.ისპანახი. ასევე საოცრად სასარგებლოა და ამასაც არ უხდება დიდხანს ხარშვა.
6.ასკილი. 2 მუჭა ასკილი გავრეცხოთ და ცოტა დავნაყოთ, ჩავყაროთ თერმოსში, დავასხათ 1,5 მდუღარე წყალი და დავაყენოთ 3-4 საათი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაივით შაქრით ან თაფლით. ძალიან გემრიელია და შეიცავს უამრავ C ვიტამინს.
7. ბროწეული. გამოწურეთ წვენი ან გაარჩიეთ და პირდაპირ მიირთვით.
8. გარგრის ჩირი. შეგიძლიათ გაათაროთ ნიგოზთან ერთად და დაუმატოთ ცოტა თაფლი. გემრიელია და სასარგებლო
9. ვაშლი. დღეში მინიმუმ ერთი აუცილებელია
10. საქონლის ხორცი.
ყველა ამ პროდუქტის მიღების შემდეგ თუ კიდევ დაგეხვევათ თავბრუ, დარწმუნებულები იყავით, რომ შეყვარებულები ხართ!