მარწყვის და რუკოლას სალათი ნუშით და ბალზამიკოს სოუსით
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული ცივი და წვიმიანი გვერგო, მარწყვის სეზონი მაინც დადგა!
უამრავი გემრიელობის მომზადება შეიძლება მარწყვისგან და ჩვენც ბევრი სანტერესო რეცეპტი შემოვინახეთ თქვენთვის. ძალიან გემრიელი, ორიგინალური და ლამაზი სალათით დავიწყოთ. სალათი შეგიზლიათ მოამზადოთ ერთ მოზრდილ სასალათეში ან პორციულად, რაც გაცილებით უფრო ლამაზი და საინტერესო გამოვა.
დაგვჭრდება:
ერთი მოზრდილი კონა რუკოლა
100 გრ ნუშის ფანტელი
300 გრ მარწყვი
70 გრ მოცარელა (თუ უფრო მძაფრი გემო გიყვართ, პარმეზანი გამოიყენეთ)
მარილი, წიწიაკების მიქსი
4 ს.კ. ბალზამიკო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნუშის ფანტელი ოდნავ მოვხალოთ.
პორციულ სასალათეებში ჩავალაგოთ რუკოლა, მსხვილად დაჭრილი მარწყვი (საკმარისია შუაზე გაჭრათ), პატარა მოცარელას ბურთები, ან თხლად დაჭრილი პარმეზანი და ფრთხილად მოვურიოთ. ზევიდან მოვაყაროთ ნუში.
ცალკე მოვამზადოთ დრესინგი: კარგად გავთხვიფოთ ბალზამიკო და ზეთი, დავუმატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და მივართვათ ცალკე ჭურჭელში სალათთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!