top of page

მარწყვის ტარტი


მარწყვის სეზონი არც ისე დიდხანს გრძელდება, ამიტომ ჩვენ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ბევრ საინტერესო კერძებს და დესერტებს მოვამზადებთ მარწყვისგან.

დღეს მარწყვის ტარტს გთავაზობთ- საკმაოდ მარტივ, უგემრიელეს ნამცხვარს.

დაგვჭრდება:

200 გრ ფქვილი

120 გრ კარაქი

მწიკვი მარილი

დანის წვერზე სოდა

1 ს.კ. შაქარი

2 ს.კ. ცივი წყალი

კრემისთის:

3-4 კვერცხი

100 გრ შაქარი

4 ს.კ. ფქვილი

300 მლ რძე

40 გრ თეთრი შოკოლადი

50 გრ კარაქი

ვანილი

400-500 გრ მარწყვი

1 შეკვრა გამჭვირვალე ჟელე ტორისთის

ცომის მოსამზადებლად ყველა ფქვილი, მარილი, შაქარი და კუბკებად დაჭრილი ცივი კარაქი დავფშვნათ ერთად,დავუმატოთ წყალი და სწრაფად მოვზილოთ ცომი, დავაგორგოლოთ, გადავაკრათ ცელოფანი და ჩავდოთ მაცივარში 1 საათით.

ამასობაში მოვამზადოთ კრემი:

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი და ავთქვიფოთ. ავადუღოთ რძე, ნელნელა დავუმატოთ რძეს კვერცხის მასა, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე და თან სულ ვურიოთ. როცა გასქელდება გადმვდგათ, დავუმატოთ ვანილი, თეთრი შოკოლადი და კარაგად მოვურიოთ შოკოლადის დადნობამდე, შემდეგ ჩავუმატოთ კარაქი და ისევ კარგად ავთქვიფოთ. კრემს გადავაფაროთ ცელოფანი და შევდოთ მაცივარში.

ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ 26 სმ დიამეტრის ფორმაში, კიდეები კარგად ამოვუყვანოთ. ზედმეტი ცომი მოვაშოროთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებილ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

გავაგრილოთ.

მარწყვი დავჭრათ თხელვაჭრებად.

გაგრილებულ ტარტს მოვასხათ კრემი, გადავასწოროთ და ზევიდან დავალაგოთ მარწყვი.

მარწყვს ზევიდან მოვასხათ ჟელე- ასე ტარტი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ლამაზ ზედაპირს და მარწყვი არ დაჭკნება.

შევდოთ ტარტი მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page