top of page

შემწვარი ღორის ხორცი მარწყვის სალსათი


სალსა- ტიპიური მექსიკური სოუსია, რომლსაც წვრილად დაჭრილი პომიდვრების, ჩილის და სხვა ბოსტნეულისგან ამზადებენ. ჩვენ დღეს მარწყვის pico de gallo (ანუ უმი პროდუქტის სალსა) მოვამზადოთ.

დაგვჭირდება:

500 გრ რბილი ღორის ხორცის ნაჭერი

200 გრ მარწყვი

2 მოზრდილი პომიდორი

პატარა კონა ქინძი

პატარა კონა ოხრახუში

ნახევარი ჩ.კ. უხეშად დაფქვილი შავი წიწაკა

ბეგქონდარა (თუ ცოცხალია-2 ღერი, თუხმელი-ნახევარი ჩ.კ.)

1 ლიმნის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი + ზეთი ქორცის შესაწვავად

მარილი

ხორცი კაეგად გავრეცხოთ და დავჭრათ პორციებად. დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ბეგქონდარა, კარგად შევაზილოთ სუნელები და მოვასხათ ნახევარი ლიმნის წვენი. დავალაგოთ ხორცის ნაჭრები ერთმანეთზე, მოვათავსოთ ჯამში, დავაფაროთ თავსახური და დავროვოთ დაახლოებით 2 საათით მაცივარში.

ამასობაში, მოვამზადოთ სალსა: პომიდორს გავაცალოთ კანი, მწვანილი წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ შავი წიწაკა, მარილი, ზეითუნის ზეთი და დარჩენილი ლიმნის წვენი. პომიდორი დავჭრათ კუბიკებად და შევურიოთ დანარჩენ პროდუქტებს. იქვე დავუმატოთ დაჭრილი მარწყვი. მოვურიოთ და გავსინჯოთ. დავაკორექტიროთ ჩვენთვის სასურველ გემომდე და შევინახოთ მაცივარში.

ხორცი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავამშრალოთ, მოვაშოროთ ზედმეტი სუნელები და შევწვათ ტაფაზე, ზეთში. ძლიერი შეწვა არ უნდა, ხორცი უნდა დარჩეს წვნიანი და გემრიელი, თუმცა, ესეც თქვენი გემოვნების ამბავია.

ხორცს მოვასხათ ჩვენი სალსა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page