top of page

ბოსტნეულის რაგუ ცუკინით


დღეს მოვამზადოთ ძალიან სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი ვეგეტარიანული კერძი, რომელიც სადილადაც გამოდგება და ვახშამზეც.

დაგვჭრდება:

1კგ ცუკინი

5-6 საშუალო კარტოფილი

3-4 პომიდორი

3-4 ბულგარული წიწაკა

4 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი

1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა

თითო საშუალო კონა ქინძი, შაშკვლავი (რეჰანიც გამოდგება), ოხრახუში

ზეთი

მარილი

ღრმა ტაფაში ან სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი და ფენა-ფენა დავალაგოთ ჩვენი ბოსტნეული: პირველი ფენა დაჭრილი ხახვი, შემდეგ ოთხკუთხედებად დაჭრილი ცუკინი, შემდეგ ასევე ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, ბულგარული, წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილი, მწარე წიწაკა ბოლოს მოვახათ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და მოვაყაროთ მარილი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვთუშოთ, სანამ კარტოფილი არ მოზადდება, დაახლოებით 40 წუთი.

კერძი თბილიც კარგია და ცივიც.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page