მარწყვის რულეტი მასკარპონეს კრემით
ზაფხული არაჩვეულებრივი დროა ცოცხალი ხილის დესერტების მოზამზადებლად. დღეს გამოვაცხობთ რულეტს ცოცხალი მარწყვის და მასკარპონეს შიგთავსით- უგემრიელეს მსუბუქ ნამცხვარს.
ცომისთის დაგვჭრდება:
5 კვერცხი
5 ს.კ. შაქარი
5 ს.კ. ფქვილი
ვანილი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
250 გრ მასკარპონე
250 გრ მარწყვი
2 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
2 ს.კ. მარსალა, კონიაკი ან რომი
ვანილი
კარგად გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა, შემდეგ დავამატოთ გულები, ნელ-ნელა ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით. დავუმატოთ ვანილი.
ბისკვიტი გამოვაცხოთ საცხობ ქაღალდზე, 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 5-10 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი გადავდოთ სუფთა ჩაის ტილოზე (მარტივად რომ შევახვიოთ რულეტი)
სანამ ბისკვიტი ცხვება, გავრეცხოთ მარწყვი და გავჭრათ შუაზე. ნახევარი მარწყვი დავაბლენდეროთ 2 ს.კ. შაქართან ერთად, დავუმატოთ მარსალა და დანარჩენი მარწყვი და ფრთხილად გადავურიოთ ერთმანეთს. შევდოთ 20-30 წუთით მაცივარში.
მასკარპონე და 2 ს.კ. შაქრის პუდრა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი.
გაგრილებულ ბისკვიტს გადავუსვათ მასკარპონე, გადავასწოროთ, შემდეგ ზევიდან დავადოთ ჩვენი მარწყვის მასა. გადავახვიოთ რულეტი, რამდენადაც შესაძლებელია მჭიდროთ. ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ მარწყვით.
გემრიელად მიირთვით!