ფრანგული ტოსტები მარწყვით
დილა გემრიელი საუზმით დავიწყოთ. მოვამზადოთ ფრანგული ტოსტები მარწყვით!
დაგვჭრდება:
500 მლ რძე
2 კვერცხი
2 ს.კ. შაქარის პუდრა
20 გრ კარაქი
200 გრ მარწყვი
100 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
ვანილი
4 ნაჭერი ტოსტის პური
პურები გავჭრათ შუაზე, სამკუთხედებად. მარწყვი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ შაქარი და გადავდოთ.
ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.
ავთქვიფოთ რძე და კვერცხი, ამოვავლოთ ტოსტები და შევწვათ კარაქში, საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.
გამაზდებულ ტოსტის ნახევარს წავუსვათ ათქვეფილი ნაღები, დავალაგოთ დაჭრილი მარწყვი და დავადოთ მეორე ნახევარი ტოსტი. ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ მარწყვით.
გემრიელად მიირთვით!