პანა კოტა მარწყვის სოუსით
უნაზესი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი იტალიური დესერტი- პანა კოტა ითარგმნება, როგორც "მოხარშული კრემი" და ნაღებისგან მზადდება. ჩვენ დღეს პანა კოტა მარწყვით გავაგემრიელოთ.
დაგვჭირდება:
500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
150 გრ შაქარი
ვანილი
1 ს.კ. ჟელატინი
1 ლიმონის ცედრა
200-300 გრ მარწყვი
ჟელატინი დავალბოთ 50 მლ წყალში. როცა გაფუვდება, გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე.
ნაღები ავთქვიფოთ 100 გრ. შაქართან ერთად, დავუმატოთ ლიმნის ცედრა, დავდგათ ორთქლზე. რომ გათბება, დავუმატოთ ჟელატინი, კარგად მოვურით და გადავასხათ ფორმებში. შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3 -4 საათით.
მარწყვის სოუსის მოსამზადებლად დავაბლენდეროთ 2/3მარწყვი დარჩენილ შაქართან ერთად (თუ მარწყვი ტკბილი არაა, შაქარი შესაძლოა ცოტა მეტი ავიღოთ). ყველაზე ლამაზი, საღი მარწყვები ცალკე გადავდოთ.
პანა კოტა ფორმებიდან ამოვიღოთ. ამისათვის ერთი წამით ჩავდოთ ფორმა მდუღარეში და ამოვატრიალოთ თეფშზე. შესაძლოა, ამ პროცედურის გარეშეც თავისუფლად გადმოვიდეს ფორმიდან. მოვასხათ ჩვენ დესერტს მარწყვის სოუსი და მოვრთოთ გადარჩეული მარწყვით.
გემრიელად მიირთვით!