top of page

პროფიტროლი მარწყვით და ნაღების კრემით შანტილი


მარწყვის სეზონის დასრულებამდე ერთხელ პროფიტროლების ეს ვარიანტიც სცადეთ- ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება და ისეთი მსუბუქი და ჰაეროვნი გამოდის...მმმ... გულგრილს ვერავის დატოვებს. ყველაფერთან ერთად, პატარა , მარწყვით მორთული პროფიტროლები ძალიან ლამაზად გამოიყურებიან!

პროფიტროლის მომზადება ჩვენ უკვე ვისწავლეთ აქ.

შანტილის გასაკეთებლად გათქვიფეთ 500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები 50 გრ შაქრის პუდრასთან ერთად. დაუმატეთ ვანილი.

გარეცხეთ და თხლად დაჭერით მოამზადეთ 300 გრ მარწყვი.

მიეცით პროფიტროლებს მრგვალი ან გრძლი ფორმა თქვენი სურვილისამებრ. გაჭერით ისინი შუაზე და გამოტენეთ ნაღების კრემით. შუაში ჩაალაგეთ მარწყვი. ზევიდან პროფიტროლებს მოაყარეთ შაქრის პუდრა. შეგიძლიათ რამოდენიმე ლამაზი მარწყვი ნამცხვრებს ზევიდანაც მოაწყოთ.

ნაღების კრემის მომადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რამოდნიმე წესი, სხვა შემთხვევაში კრემი ან კარაქად გადაიქცევა, ან არ აითქვიფება:

* პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ კრემისთვის უნდა გამოიყენოთ ნაღები მაღალი ცხიმიანობით-30% და მეტი;

*ასათქვეფი ნაღები უნდა იყოს აუცილებლად ცივი- მინიმუმ 6 საათი უნდა გაატაროს მაცივარში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაყინოთ ნაღები, ის არ ამოვა. ამის გარდა, ჭურჭელი, რომელშიც უნდა ათქვიფოთ ნაღები, ასევე გააცივეთ და კარგად გაამშრალეთ.

*ნაღების ათქვეფა უნდა დიწყოთმიქსერით, დაბალ სიჩქარეზე. ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარე და დაამატეთ შაქრის პუდრა. როგრც კი ამოვა და გამყარდება, შეწყვიტეთ თქვეფა, რადგან ზედმეტად გადათქვეფილი ნაღები კარაქად გადაიქცევა.

*და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ათქვეფილი ნაღების კრემი დიდხანს ა ინახება, ამიტომ მოამზადეთ ის უშუალოდ მირთმევის წინ მხოლოდ რამოდენიმე საათით ადრე და შეინახეთ ნამცხვარი მაცივარში. თუ თქვენმა კრემმა გინდათ რომ სტრუქტურა მეორე დღსაც შეინარჩუნოს, მაშინ დაუმატეტ მას ჟელატინი.

გმრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page