როგორ ავთქვიფოთ ნაღები?
ნაღების კრემის მომზადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რამოდნიმე წესი, სხვა შემთხვევაში კრემი ან კარაქად გადაიქცევა, ან არ აითქვიფება:
* პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ კრემისთვის უნდა გამოიყენოთ ნაღები მაღალი ცხიმიანობით-30% და მეტი;
*ასათქვეფი ნაღები უნდა იყოს აუცილებლად ცივი- მინიმუმ 6 საათი უნდა გაატაროს მაცივარში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაყინოთ ნაღები, ის არ ამოვა. ამის გარდა, ჭურჭელი, რომელშიც უნდა ათქვიფოთ ნაღები, ასევე გააცივეთ და კარგად გაამშრალეთ.
*ნაღების ათქვეფა უნდა დიწყოთ მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე. ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარე და დაამატეთ შაქრის პუდრა. როგრც კი ამოვა და გამყარდება, შეწყვიტეთ თქვეფა, რადგან ზედმეტად გადათქვეფილი ნაღები კარაქად გადაიქცევა.
*დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ათქვეფილი ნაღების კრემი დიდხანს არ ინახება, ამიტომ მოამზადეთ ის უშუალოდ მირთმევის წინ მხოლოდ რამოდენიმე საათით ადრე და შეინახეთ ნამცხვარი მაცივარში. თუ თქვენმა კრემმა გინდათ რომ სტრუქტურა მეორე დღსაც შეინარჩუნოს, მაშინ დაუმატეტ მას ჟელატინი.